ტოჩინოშინი განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა

26 აპრილი 2022, 22:20 1320 ნახვა

34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა.

ტოჩინოშინი მომდევნო ტურნირზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სუპერტურნირზე ის დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობდა. ჰარუ ბაშო ტოჩინოშინმა 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და ზედიზედ 7 წარუმატებელი შეჯიბრის შემდეგ, დადებით ბალანსზე გავიდა.

განახლებულ კლასიფიკაციაში ისევ ერთი იოკოძუნაა ტერუნოფუჯი. ოძეკების რანგში მიტაკეუმის, შოდაისა და ტაკაკეიშოს ვნახავთ.

ტოჩინოშინს პროფესიულ კარიერაში 96 ბაშო (აქედან 76 უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში) აქვს ჩატარებული.

ლევანმა 2018 წლის იანვრის ბაშოზე იმპერატორის თასი მოიგო. ის პროფესიულ სუმოში 16 წელზე მეტია ასპარეზობს. მომავალი შეჯიბრი 8-22 მაისს არის დაგეგმილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში