პოლონეთმა 50 რუსულ კომპანიას, მათ შორის „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა

26 აპრილი 2022, 22:40 749 ნახვა

პოლონეთმა 50 რუსულ კომპანიას და მათ შორის „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის თქმით, სანქციები დაუწესდა კომპანიების მფლობელ რუს ოლიგარქებსაც. ასევე, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ კომპანიებს.

პოლონეთის შავ სიაში მოხვდნენ რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და ასევე ქიმიკატებისა და სასუქების მწარმოებელი „აკრონი“. ნუსხაში შეიყვანეს ქვანახშირით მოვაჭრე კომპანია „სუეკ პოლსკა“ და „კტკ პოლსკა“.

"ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე სახის სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, გავყინავთ ამ კომპანიების ფინანსურ აქტივებსა და ქონებას. აეკრძალებათ ტენდერებში მონაწილეობა. სანქცირებული ოლიგარქები კი, ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოვლენ" - აცხადებს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

პოლონეთში ასევე აცხადებენ, რომ იმ  პირებისა და კომპანიების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, კიდევ გაფართოვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში