რუსეთი დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს - უკრაინის დაზვერვა

26 აპრილი 2022, 23:29 989 ნახვა

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რასაც შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყვეს.

მათივე ცნობით, მოსახლეობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების სახელით შეტყობინებებს იღებს, სადაც დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის შესახებ წერია, მაგრამ ასევე აღნიშნავენ,  რომ მსგავს პროვოკაციებთან სახელმწიფოს არანაირი კავშირი არ აქვს.

უკრაინული დაზვერვა აღნიშნული სმს-ის ტექსტსაც ავრცელებს: 

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მოტანა არ სურთ, მაგრამ ქალაქში დარჩენილები დივერსიულ ჯგუფებად იქნებიან აღქმულები და გაფრთხილების გარეშე მოხდება მათი ლიკვიდაცია. ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა", - აღნიშნულია მოსახლეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაში აღნიშნულია რომ ამ შეტყობინებების შინაარსი აქტიურად შუქდება რუსული პროპაგანდიული მედიების მიერ. 

"უკრაინის სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ამ და მსგავს პროვოკაციებთან. ასეთი ინციდენტები შესაძლოა მოხდეს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული დაზვერვის პროვოკაცია უკრაინის და მოლდოვის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში