,,აზოვსტალის'' ქარხანაში  2 000-მდე მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები - არიან დაჭრილები 

27 აპრილი 2022, 11:32 1279 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ,,აზოვსტალის'' ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. მათივე ცნობით ბევრია დაჭრილი. გამოცემა  მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები, წყალთან და საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა კი კატასტროფულია.

აცხადებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ამ ადამიანების გადარჩენა.

ქალაქის საკრებულო ავრცელებს ფოტოებს, რომელზედაც „აზოვსტალის“ ერთ-ერთი თავშესაფრის საავადმყოფოში მყოფი დაჭრილები არიან ასახული.

ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში