რუსეთს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

27 აპრილი 2022, 10:07 694 ნახვა

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. საერთაშორისო ფედერაციამ მიზეზად მონაწილე ქვეყნების ჰოკეისტების, ოფიციალური პირების, მედიისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა დაასახელა. თუმცა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაშია.

საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ოკუპანტ ქვეყანაში არ არის სათანადო თავისუფლება და გარანტიები მონაწილე ქვეყნებისთვის და გმობს მის ყველა საომარ გადაწყვეტილებას.

გასულ თვეში ანალოგიური მიზეზით რუსებს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოართვეს.სანკტ პეტერბურგში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალური ახალი დარბაზი შენდებოდა, რომელიც 23 000 ადამიანზე არის გათვლილი. 

რუსული მხარის იმედი, რომ საერთაშორისო სპორტული სანქციები მხოლოდ დროებითი მოვლენაა, არ მართლდება - საერთაშორისო ორგანიზაციები ერთი მეორის მიყოლებით აუქმებენ მომავალი სეზონის ღონისძიებებსაც, რომელთათვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში