აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება

27 აპრილი 2022, 10:40 766 ნახვა

15  წელია ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებს. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.ნედ პრაისის  თქმით, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ეს არის პროცესი, რომელსაც ზედამხედველობას ალიანსი უწევს.

აშშ საქართველოსთან პარტნიორობას გააგრძელებს მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით და ასევე იმის დასაცავად, რასაც უკვე მიაღწიეს - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში