სლოვაკეთის პრეზიდენტის მიმართვა

27 აპრილი 2022, 14:17 1172 ნახვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს რუსულ ენაზე მიმართა და გათავისუფლების ლოზუნგით მათ მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, ხოცვა-ჟლეტა და ძალადობა დაგმო.

სლოვაკეთის ლიდერი ამბობს, რომ რუს სამხედროებს როგორც ქალი, და, დედა მიმართავს.

ჩაპუტოვა მათ ახსენებს, რომ  მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობით ისინი ოფიცრის ღირსებას,  სამხედრო დისციპლინასა და  ომის  წარმართვის საერთაშორისო წესებს ღალატობენ.

სლოვაკეთის პრეზიდენტი მათ ომის შეწყვეტისკენ  მოუწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში