გაზით შანტაჟის მორიგი მცდელობა - ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2022, 14:08 785 ნახვა

გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ  გაზპრომის განცხადებას  ევროკავშირში  რუსეთის გაზით  შანტაჟის მორიგი მცდელობა უწოდეს. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე დაწერა. 

ევროკომისიის ხელმძღვანელის  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების ცალმხრივად შეჩერების შესახებ გაზპრომის განცხადება რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. „ეს გაუმართლებელი და მიუღებელია. კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას: ჩვენ მზად ვართ ასეთი სცენარისთვის.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ყველა წევრ სახელმწიფოსთან. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვუზრუნველყოთ ალტერნატიული მიწოდება და ევროკავშირის მასშტაბით საცავებში მაქსიმალურად მაღალი დონე." მანამდე  გაზპრომმა გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ განაცხადა ბულგარეთსა და პოლონეთში, რომლებმაც უარი თქვეს რუბლში ანგარიშსწორებაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში