ზელენსკი დიდი ოცეულის შეხვედრაზე მიიწვიეს

27 აპრილი 2022, 18:16 847 ნახვა

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ  სოციალურ ქსელში „ტვიტერზე“ დაწერა. მისი განმარტებით,  იგი  ჯოკო ვიდოდოს ესაუბრა და  მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო,  გაერო-ში გამოხატული მკაფიო პოზიციისთვის. ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა. ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში