მაჭახლის ლანდშაფტს ახალი სტატუსი დაიცავს

27 აპრილი 2022, 18:33 1138 ნახვა

მაჭახლის ხეობა ეროვნული პარკის შემდეგ დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდება. ისტორიული ხეობა ახალ სტატუსს სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ავტორების შეფასებით ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ერთგვარი გარანტი გახდება. უფრო მეტიც მან ხეობის განვითარებას უნდა შეუწყობს ხელი.  მაჭახლის დაცული ლანდშაფტის კანონპროექტი   გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა და  პარლამნეტში  საკომიტეტო განხილვებიც გაიარა. დარჩენილია მხოლოდ წამყვანი გარემოს დაცვის კომიტეტი, რომელზეც  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული კანონპროექტი სხდომაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას გავა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში