მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 31% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16% კი "ნაციონალურ მოძრაობას" - IRI

27 აპრილი 2022, 21:22 1301 ნახვა

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% კი "ნაციონალურ მოძრაობას", – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
  • „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%;
  • „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;
  • „ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;
  • „ლელო“ -2%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;
  • „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %;
  • „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;
  • სხვა - 2%;
  • არ ვაძლევ ხმას - 4%;
  • ბიულეტენს გადახაზავს - 11%;
  • არ ვიცი - 12 % ;
  • არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში