ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის ერთი წლით მოხსნას - ზელენსკი

27 აპრილი 2022, 23:57 1208 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადი და კვოტა 1 წლით მოიხსნას. 

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს ესაუბრა.

"ევროკავშირი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამზადებს. ევროკომისია დათანხმდა, გააუქმოს ყველა ტარიფი და კვოტა უკრაინულ ექსპორტზე ერთი წლით, ისევე როგორც შეაჩეროს დემპინგის საწინააღმდეგო ტარიფები. ამ შეთავაზების დეტალების პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დღეს განვიხილე. მადლიერი ვარ პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის, ამ ნაბიჯისთვის. ახლა ეს შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა უკრაინაში, ჩვენი ეროვნული წარმოება რამდენადაც შესაძლებელია“,-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში