ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან - ენტონი ბლინკენი

28 აპრილი 2022, 10:27 1354 ნახვა

ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს საქართველოსა და მოლდოვასთან ახლო თანამშრომლობა აქვს.

„ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. იქ ასევე იმყოფებოდა მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით...

ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაერო-ს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. ასევე, არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, –განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში