ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოდის

28 აპრილი 2022, 10:02 1091 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

დოკუმენტი, ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

რეზოლუცია ასევე შეიცავს რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე. პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებზე და მოშალა სასურსათო უსაფრთხოება.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველას განაგრძონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. დოკუმენტი ქვეყნებს ასევე მოუწოდებს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაზე მუშაობისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში