დაპირისპირება წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში

28 აპრილი 2022, 14:27 1267 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, სადაც დღეს წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება იყო.

ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად მისულ ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს მის მიერ განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისინი მიტროპოლიტს შეხვდნენ შეძახილებით - "იუდა" და მისი მიმართულებით ისროდნენ ხურდა ფულს.

ერთ-ერთმა განკვეთილმა სასულიერო პირმა დანიელ გვილავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდაპირველად ისინი მიტროპოლიტის ტაძარში მისვლის წინააღმდეგი არ ყოფილან და არსებობდა შესაბამისი შეთანხმებაც, თუმცა დაპირისპირება გამოიწვია ჩოხოსნების ქცევამ, როცა განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვის უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ჭყონდიდის მეუფემ ეპარქიიდან განკვეთილ პირებს უპასუხა. წაჩხურობა აღდგომის მომდევნო კვირის ხუთშაბათს აღინიშნება, იქ ძირითადად უშვილო წყვილები მიდიან, სადაც აკვნებს აკურთხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში