სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა დღე - პროფკავშირებმა ხეები დარგო

28 აპრილი 2022, 13:57 1284 ნახვა

სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება დღეს.  აჭარის  პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა სიმბოლურად, მათი ხსოვნისთვის აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზო გაამწვანეს. დარგეს ხე-მცენარეები, რომლებზეც  აჭარაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სახელები და გვარები მიაწერეს.

პროფკავშირების სტატისტიკით გასულ წელს სამუშაოს შესრულების დროს ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 აჭარაში და დაშავდა 253 ადამიანი. 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ბოლო მონაცემებით  9 ადამიანია დაღუპული და 31 დაშავებული.

სტატისტიკურად სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი შემთხვევა სამშენებლო სექტორში ფიქსირდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში