უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას - პესკოვი

28 აპრილი 2022, 17:10 910 ნახვა

უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებები იწვევს არასტაბილურობას.

კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ დახმარებაც.

„ზოგიერთი ამტკიცებს, ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის და არა სიფრთხილის დრო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთდ, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება“ - განაცხადა ლიზ ტრასმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში