ქობულეთის "შუქურამ" პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

28 აპრილი 2022, 18:56 1023 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნული ლიგა ორის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში ქობულეთლებმა საკუთარ მოედანზე თბილისის "მერანი" მიიღეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს. მატჩში ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა.

21-ე წუთზე ლაშა გურგენიძემ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 6 წუთში ზურაბ მუსელიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

"შუქურამ" ტაიმი 2-0 მოიგო. მეორე ნახევარში 55-ე წუთზე მუსელიანმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

9 ჩატარებული მატჩის შემდეგ რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ "შუქურას" 20 ქულა აქვს და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფება.

მათი მთავარი კონკურენტი მარტვილის "მერანი" თავის შეხვედრას ხვალ ზუგდიდის "დინამოს" ეთამაშება.

მარტვილებს 8 შეხვედრის შემდეგ 18 ქულა აქვთ. მეორე წრე ეროვნულ ლიგა ორში 5 მაისს განახლდება. მე-10 ტურის მატჩში "შუქურა" შინ "შევარდენს" მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში