ჯელალ ქიქავა დააკავეს

28 აპრილი 2022, 20:03 3230 ნახვა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე სსკ-ის 366-ე მუხლით - პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი - ჯელალ ქიქავა დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე ქიქავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მთავარ სამმართველოსთან ნაციონალური მოძრაობისა და დაკავებულის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ ქიქავაზე შურისძიება მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში