ჩხუბი წაჩხურის ეკლესიაში

28 აპრილი 2022, 19:55 1001 ნახვა

წაჩხურობის დღესასწაულზე სოფელ სალხინოში, მთავარანგელოზის ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით დახვდნენ.

მანამდე კი მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ, რომლებმაც განკვეთილ სასულიერო პირებს ხატებისა და სანთლების გაყიდვა აუკრძალეს და ტერიტორია თავად დაიკავეს.

მიტროპოლიტი სტეფანეს თქმით, როცა ადამიანი ეკლესიასა და პატრიარქს განუდგება, მას ქრისტიანულ ეკლესიის წიაღში გაჩერება აღარ შეუძლია და პერფორმანსებს ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში