სამოქალაქო პირებს „აზოვსტალის“ დატოვება შეუძლიათ, სამხედროებმა - იარაღი უნდა დაყარონ - პესკოვი

29 აპრილი 2022, 10:16 1129 ნახვა

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, კი ვიგებთ, რომ რუსეთი დაჭრილი სამხედროების მარიუპოლიდან ევაკუაციას არ თანხმდება, რადგან მათი დატყვევება აქვს განზრახული.  ოფიციალური მოსკოვის პოზიცია ,,აზოვსტალის'' ქარხანასთან დაკავშირებით  რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა და თქვა, რომ  სამოქალაქო პირებს  „აზოვსტალის“ დატოვება შეუძლიათ, სამხედროებმა - იარაღი უნდა დაყარონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში