უკრაინაში რუსეთის აგრესიას 219 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 617 - უკრაინის პროკურატურა

29 აპრილი 2022, 11:05 1385 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა, 617-ზე მეტი კი დაშავდა. ინფრომაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა.

უწყების ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა გართულებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში