გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი უკრაინაში 

29 აპრილი 2022, 11:00 773 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გუტიერეშისთვის ნათქვამი სიტყვების მიუხედავად, პუტინი მარიუპოლს მაინც ბომბავს. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება "აზოვსტალიდან" მოსახლეობის ევაკუაციაზე.

კიევში მოლაპარაკებების დროს უკრაინის პრეზიდენტმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა  სწორედ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან, მათ შორის ,,აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილეს. 

,,ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, ,,აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშ იმყოფება", - განუცხადა ზელენსკიმ მედიას.

გაერო-ს გენერალური მდივანი  აცხადებს, რომ ვითარება უკრაინის ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არის ,,კრიზისი კრიზისში".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში