პირველი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტის - 150 ლარი

29 აპრილი 2022, 17:41 13741 ნახვა

პირველი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტის საფასური კი 50 ლარით გაიზარდა. მოქალაქეებს მის ასაღებად 100 ლარის ნაცვლად 150 ლარის გადახდა მოუწევთ. 

ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაწეული მომსახურებისთვის დაწესებულ საფასურების ოდენობებს ცვლის. 

პირველი მაისიდან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან: -

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის − მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან: -

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 70 ლარი.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასურის განაკვეთი − 45 ლარია.

ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის − მომსახურების საფასური − 50 ლარი იქნება.

მომსახურების შემდეგი საფასური მოქმედებს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან: 0

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი.

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის − მომსახურების საფასური 60 ლარია.

გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი იქნება.

ცვლილებები შეეხება სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისთან და სხვა მთელ რიგ სერვისებთან დაკავშირებულ საფასურებს.

სრული ჩამონათვალი ტარიფების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ „საკანონმდებლო მაცნეს“ შესაბამის გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში