რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

30 აპრილი 2022, 11:51 1167 ნახვა

გასული წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაფერი გააკეთეს შიდა უკრაინული კონფლიქტის შესაჩერებლად, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.მისი მტკიცებით, სწორედ ამის გამო რუსეთს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა“ და უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ მიზნით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისა. ავროვი ამბობს, რომ თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებული უკრაინის კრიზისის მოგვარებით, მაშინ, პირველ რიგში, მათ უნდა გადაიფიქრონ და შეწყვიტონ კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინელ ხალხს სჭირდება არა „სტინგერები“ და „ჯაველინები“, არამედ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, რუსეთი ამას 2014 წლიდან აკეთებს,“ - განაცხადა ლავროვმა. მისი მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა დასავლელების დახმარებით „მოაწყვეს სისხლიანი პროვოკაცია ბუჩაში, მათ შორის მოლაპარაკების პროცესის გასართულებლად“. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში