მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30 აპრილი 2022, 14:28 1015 ნახვა

გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ  მიიღო. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს. პროკურორმა მკვლელობის მოტივზე ისაუბრა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, დაკავებულმა 2019 წელს მამის უკითხავად სახლიდან 21 000 დოლარი წაიღო, რისი ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, მამა კი აღნიშნულის დაბრუნებას თხოვდა, რასთან დაკავშირებითაც მშობლებთან კონფლიქტი ჰქონდა. ადვოკატმა კი განმარტა, თუ რატომ ჩაიდინა ბრალდებულმა დედის მკვლელობა. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, დედის მკვლელობა მამის მიმართ მძიმე დანაშაულის - მკვლელობის ჩადენის შემდეგ გამოწვეულმა მძიმე ემოციურმა ფონმა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში