უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა მის განცხადებას სამწუხარო და აბსურდული უწოდა, თქვა, რომ მსგავსი ბრალდებებით და შეურაცხყოფით ზიანდება ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელების დასახმარებლად. ალექსეი არესტოვიჩის თქმით კი უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში: ვციტირებ„თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.- განაცხადა არესტოვიჩმა.