ნენსი პელოსი უკრაინას ეწვია

01 მაისი 2022, 10:07 984 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის კადრებს ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. „აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია.

მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

28 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

როგორც ნენსი პელოსიმ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს რაც შეიძლება მალე დაამტკიცებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში