შსს დაკავება

01 მაისი 2022, 13:25 1080 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით პოლიციამ  6 ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში, იმერეთში სამეგრელოსა და გურიაში დააკავეს, მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები, დაკავებულთა უმეტესობა ნასამართლევია.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში