რომის პაპი უკრაინაში ომს გმობს

01 მაისი 2022, 16:54 1339 ნახვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებით, უკრაინის მიერ კუნძულ „ზმეინიზე“ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა „სტრელა-10“ და საკომუნიკაციო ტექნიკა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დანაკარგები არის კუნძულზე განთავსებულ რუსეთის ჯარის პერსონალს შორისაც.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის გააქტიურება შეინიშნება.

სარდლობა ამბობს რომ, რუსები კატარღებით კუნძულზე დარჩენილი პერსონალის ევაკუაციას ცდილობენ, ხოლო წყალქვეშა ნავები და სხვა სამხედრო გემები ინარჩუნებენ სარაკეტო დარტყმების განხორციელების მზადყოფნას.

უკრაინას წინსვლები აქვს თუმცა ოკუპანტისგან დარტყმებსაც იღებს. ისევ მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, სადაც დღეს მოქალაქეების ევაკუაციაა დაგეგმილი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში