მეორე ოქრო კონტინენტის პირველობაზე ძიუდოში

01 მაისი 2022, 20:03 1080 ნახვა

სოფიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველმა უკრაინელი იაკოვ ხამო დაამარცხა. ტურნირზე დღეს, ცოტა ხნით ადრე, ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია (დიდებში) კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებსა და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული.

მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, მესამე ადგილები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ) დაიკავეს.

უახლოეს პერიოდში ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით გუნდი გრანდ სლემზე იასპარეზებს, რომელსაც 3-დან 5 ივნისამდე თბილისი უმასპინძლებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში