რამადან ბაირამთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა აღავლინა

02 მაისი 2022, 10:28 1433 ნახვა

მუსლიმანური  სამყარო დღეს რამაზან  ბაირამს  აღნიშნავს.  მუსლიმთა უდიდეს დღესასწაულს წინ უძღვის რამადანის  თვე,  რა დროსაც მორწმუნეები მარხვასა და განსაკუთრებულ წესებს იცავენ. რამადანი  მთვარის კალენდრის  მეცხრე  თვეა და მისი  მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ გადმოცემის თანახმად, ალაჰმა მუსლიმებს  წმინდა  წიგნი – ყურანი სწორედ ამ პერიოდში გაუგზავნა.

ბაირამის აღსანიშნავად ბათუმის  ცენტრალურ მეჩეთში  მრევლი  დილით  შეიკრიბა, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.  მეჩეთში ტრადიციულად ხალხმრავლობა   იყო,  უამინდობის  გამო  კი მორწმუნეებმა  ტრადიციულად ღია ცის ქვეშ ლოცვა  ვერ   შეძლეს,   მომლოცველების  სიმრავლის და ფართის  სიმცირის გამო  კი მათ ლოცვა შემჭიდროვებულად  შეასრულეს. ამბობენ, რომ ახალი მეჩეთის  მშენებლობის  საჭიროებაა,  ჯერ-ჯერობით  კი  ეს საკითხი  გადაწყვეტილი  არ  არის. 

მუსლიმებს  რამაზან   ბაირამის  დღესასწაული  რეგიონის  ხელისუფლების   წარმომადგენლებმა    მიულოცეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში