პოლიციამ 10 კილოზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

02 მაისი 2022, 10:49 1700 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო - დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. 

უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში