მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ კომპანია ''ბორჯომმა'' თავისუფლად ოპერირება გააგრძელოს - ფინანსთა მინისტრი 

02 მაისი 2022, 13:42 1032 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. 

„პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს თუ ის კომპანია და პირი.

ამ  შემთხვევაში „ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე.

ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ  გააგრძელოს თავისუფლად ოპერირება. ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. 

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს“,- განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში