დღეს გვირილობაა

02 მაისი 2022, 18:32 1187 ნახვა

დღეს ქუთაისი გვირილობას, ქუთაისქალაქობას ზეიმობს. წვიმის გამო ღონისძიებათა ნაწილი აღარ გაიმართა ან ჩატარების ადგილი შეიცვალა. ტრადიციულად ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისი დალოცა. ქალაქის მერმა  საპატიო ქუთაისელის წოდება 8 მოქალაქეს, მათ შორის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე იოანეს და იმერეთის ყოფილ გუბერნატორს მიანიჭა. როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, წლევანდელი ქუთაისობა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების  გამო მოკრძალებულია. ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. გვირილობა ქუთაისში პირველად 110 წლის წინ აღნიშნეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში