გვირილობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

02 მაისი 2022, 18:36 1087 ნახვა

წვიმის გამო „გვირილობის“ „ქუთაისობის“ღონისძიებები დახურულ სივრცეში იმართება. ორმაისობასთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ქუთაისის მეცხრამეტე საუკუნის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. ასევე გამოიფინა ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონების ფოტოები. მოეწყო მოყვარულთა შორის ჭადრაკის ტურნირი. ტურიზმის ცენტრმა კი თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. საღამოს დაგეგმილია მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ასევე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლის კონცერტი. წლევანდელ ორმაისობას ქალაქური სიმღერის საღამო მანანა მენაბდესთან ერთად დაასრულებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში