გვირილობა ქუთაისში

02 მაისი 2022, 19:44 1199 ნახვა

წვიმისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო „გვირილობა“ ანუ „ქუთაისობა“ წელს შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა. ღონისძიებათა ნაწილი აღარ გაიმართა ან ჩატარების ადგილი შეიცვალა.   დილით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისი დალოცა. ქალაქის მერმა კი საპატიო ქუთაისელის წოდება 8 მოქალაქეს, მათ შორის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე იოანეს და იმერეთის ყოფილ გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს მიანიჭა. ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ქუთაისის მეცხრამეტე საუკუნის ამსახველი ასევე ქუთაისელი ოლიმპოური ჩემპიონების ფოტოები გამოიფინა. მოეწო მოყვარულთა შორის ჭადრაკის ტურნირი. ტურიზმის ცენტრმა კი თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. გაიმართა მაია ჩიბურდანიძის 60 წლოს იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ასევე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლის კონცერტი. ამ წუთებშ, წლევანდელ ორმაისობას ქალაქური სიმღეროს საღამო მანანა მენაბდესთან ერთად ასრულებს. წელს მერიამ ღონისძიების გასამართად ტენდერი არ გამოცხადა და ინდმეწაესთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით  გააფორმა. ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. გვირილობა ქუთაისში პირველად 110 წლის წინ აღნიშნეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში