ავტოსკოლებს საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სწავლება არ შეეძლებათ

03 მაისი 2022, 11:09 1940 ნახვა

მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორად გაიყო და მეორე ნაწილი რეალურ სივრცეში გასვლას გულისხმობს.

აღმოჩნდა რომ მარშრუტზე, რომელსაც გამოცდის პრეტენდენტი გადის სასწავლო სვლა ისევ აკრძალული იქნება.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს. პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 25 აპრილიდან გახდა.

ბათუმში საგამოცდო მარშრუტად შარტავას, ლუკა ასათიანის, ჭავჭავაძის და პუშკინის ქუჩები განისაზღვრა.

თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული ნაწილისთვის ვადა ერთ წლამდე გაიზარდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში