საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია - რეპორტიორები უსაზღვრებოდ

03 მაისი 2022, 10:02 394 ნახვა

“საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია” - "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" მსოფლიო რუკაზე ხუთი ფერით აღნიშნავს ქვეყნებს, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული, ან ძალიან სერიოზულია. საერთაშორისო ორგანიზაციამ  ჟურნალისტიკის მდგომარეობა მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეაფასა. საქართველო პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება და 59.30 ქულით 89-ე ადგილზეა.

2021 წლის ინდექსით, ქვეყანა 71.36 ქულით მე-60 ადგილზე იყო.  ორგანიზაცია პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს 5 მაჩვენებლის: პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების კონტექსტების მიხედვით. საქართველოს ყველაზე მაღალი 80.79 ქულა აქვს სამართლებრივ და ყველაზე დაბალი, 41.34 უსაფრთხოების კონტექსტში.

საქართველო პრობლემური ქვეყნების კატეგორიაშია ევროპის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ამერიკის 60-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად.

მთავარ პრობლემებად სახელდება გაორმაგებული პოლარიზაცია და ონლაინ-სივრცეში საინფორმაციო ქაოსის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს ყალბი ამბების და პროპაგანდის გავრცელებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში