უკრაინის პოზიცია გამჭვირვალე და მკაფიოა, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი

03 მაისი 2022, 14:05 1086 ნახვა

უკრაინის პოზიცია გამჭვირვალე და მკაფიოა,  უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას,  რუსეთი არ ერიდება მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას. კიდევ ორი ბავშვი მოკლეს რუსებმა , სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ოდესაზე მიიტანეს. 

ზუსტი მონაცემები კი რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა  ოკუპანტების იერიშს ამჯერად ჯერ დაზუსტებული არ არის.  არიან  დაშავებულებიც.  რუსულმა არმიამ  საჰაერო დარტყმები  ისევ განაახლა მარიუპოლში, ომის 69-ე დღეს  ცეცხლი არ წყდება  რუსეთის სამიზნე ,, აზოვსტალის ‘’ ქარხნის ტერიტორიაზეც. 

აზოვის პოლკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.  უკრაინული მედიის ცნობით,  საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან შეჩერდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი. 

რუსეთმა დონბასსა და ლუგანსკში საფილტრაციო ბანაკები მოაწყო. ბანაკში ყოფნის გაუსაძლის პირობებს  მარიუპოლიდან  დევნილი 17 წლის- მარიამ ვდოვიჩენკო აღწერს. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც ფილტრაციას ვერ გადიოდნენ, ოკუპანტები უმოწყალოდ ხოცავდნენ.

უკრაინა დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს, განაცხადა,  უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანმა.  ოლექსეი დანილოვის თქმით,  რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია და საჭიროა აგრესორის კაპიტულაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში