რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი

03 მაისი 2022, 16:31 999 ნახვა

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ავდიივკას დაბომბვის შედეგად  დაზიანებულია 8 სახლი, არიან დაჭრილებიც.

მისივე განმარტებით, ოჩერეტინსკი ამ წუთებშიც იბომბება.

"უგლედარის დილის დაბომბვის შედეგად სასმელ წყალზე მიმავალი სამი ადამიანი დაიღუპა. ლიმანის დაბომბვის შედეგად კიდევ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოჩერეტინსკის მოსახლეობა დღეს მტრის ცეცხლის ქვეშაა. ვაზუსტებთ ინფორმაციას მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ“-განაცხადა კირილენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში