ვიცი ბრიტანეთის გარანტიები უკრაინისთვის არასოდეს იქნება ფორმალობა - ზელენსკი

03 მაისი 2022, 17:58 789 ნახვა

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას პირველად მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ამ თითქმის 10 კვირის განმავლობაში მე მივმართავდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მაგრამ თქვენთვის არ მომიმართავს. ეს არ გამოხატავს უპატივცემულობას, უფრო პირიქით - ეს დიდი ნდობაა თქვენდამი. თქვენ აქ ხართ, თქვენ იცით, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში და თქვენ მშვენივრად იცით, რა უნდა გააკეთოთ'' - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას უკრაინა-ბრიტანეთის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

„2020 წლის 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და 2022 წლის 24 თებერვალს მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენი პარტნიორობა ქაღალდზე არ არის. ჩვენი პარტნიორობა ბრძოლის ველზეა. ბრძოლები საერთო იდეალებისთვის, ბრძოლები საერთო მომავლისთვის. თითქმის ათი კვირაა, რაც რუსეთის ფედერაციამ მათ სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ჩვენს ულამაზეს უკრაინულ მიწაზე შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში უკრაინა და ბრიტანეთი პარტნიორებიდან მეგობრებად და ძმებად გადაიქცნენ.

დღეს მე, ჩვენს პარლამენტს და მთელ უკრაინელ ხალხს შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ: მადლობა ბრიტანეთს! მადლობა, მეგობრებო!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში