შეტევა აზოვსტალზე

03 მაისი 2022, 18:00 1012 ნახვა

ომის 69-ე დღე, რუსებმა აზოვსტალზე შტურმი განაახლეს. აზოვის პოლკის ინფორმაციით, თავდასხმამდე რუსული ავიაცია ქარხნის ტერიტორიას რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა - დაიღუპა ორი ქალი, რომლებიც  თავს ბუნკერში აფარებდნენ. ქალაქის მცველებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, რომელიც ამ თავდასხმის შედეგებს აღწერს. ვითარება არის რთული- უკრაინელი სამხედროების ცნობით, ახლა ქარხანაში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან 20 ბავშვია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში