ვითარება მარიუპოლში

03 მაისი 2022, 19:49 1215 ნახვა

უკრაინაში ომის 69-ე დღეს მარიუპოლის ასაღებად რუსეთის არმიამ აზოვსტალზე შტურმი ავიაციის, არტილერიის, ჯავშან-მანქანების და ცოცხალი ძალის საშუალებით დაიწყო. აზოვის პოლკის ინფორმაციით, თავდასხმამდე რუსული ავიაცია ქარხნის ტერიტორიას რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა - დაიღუპა ორი ქალი, რომლებიც  თავს ბუნკერში აფარებდნენ. ქალაქის მცველებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, რომლებიც ამ თავდასხმის შედეგებს აღწერს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ახლა ქარხანაში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან 20 ბავშვია. ასევე, აზოვის პოლკის ცნობითვე შეტევეი ამ დრომდე გრძელდება. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით,  ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაგზავნილი 14 ავტობუსიდან მხოლოდ სამმა მიაღწია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დანარჩენ 11 ავტობუსში მყოფი ადამინების ბედი უცნობია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში