გერმანიის კანცლერის განცხადება

04 მაისი 2022, 11:04 754 ნახვა

„უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ“ - ამის მოლოდინი გერმანიის კანცლერსა აქვს.

ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი დაარღვია და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.

„ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა შოლცმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში