კიევის რეგიონში კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ჯამში 1 235

04 მაისი 2022, 12:23 874 ნახვა

კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს ოკუპირებული ჰქონდათ, კიდევ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ჯამში აღმოჩენილია 1 235 მოქალაქის ცხედარი.

ანდრეი ნებიტოვის თქმით, ცხედრები ძირითადად ნაპოვნია ბოროდიანკაში, ასევე სოფლებში, რომლებიც ახლოსაა ვიშგოროდთან.

პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი უმეტესობას მსუბუქი იარაღით მოკლეს.

''შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის მასშტაბურ დანაშაულებზე კიევის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნებიტოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში