რუსეთის პატრიარქი ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდა

04 მაისი 2022, 13:47 1455 ნახვა

ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი შესაძლოა რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეეხოს.

სააგენტო  ფრანს პრესის მტკიცებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტს ეხება. მათი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პატრიარქი კირილიც მოხვდება. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში