ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

04 მაისი 2022, 13:53 862 ნახვა

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, ყალბი მინდობილობების საფუძველზე, საქართველოში მოქმედი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთები მოტყუებით გადააფორმეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრის სახელზე. მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში