აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა შეხვედრა მრჩეველთა საბჭოსთან

04 მაისი 2022, 17:57 854 ნახვა

შრომით უფლებებზე, სამუშაო პირობებსა და ბოლო დროს მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი მრჩეველთა საბჭოს წევრებს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გადაცემა „უცხო სუნელის“  წამყვანისა და ავტორის ალექსანდრე თხილაიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება იყო. ტელვიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი მის სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამ და სხვა თემებზე საუბარი  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრა თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნით შედგა.  ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრი ირაკლი ყურუა კი მიიჩნევს, რომ  მრჩეველთა საბჭოს წევრები  ვალდებულები არიან მაუწყებელში დასაქმებულებს პერიოდულად ხვდებოდნენ და არა კრიტიკულ ვითარებაში. საბჭოს თავმჯდომარის გიგა ჩხარტიშვილის განმარტებით, ისინი მზად არიან  დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მიაწოდონ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, რომელთან შენიშვნები,  როგორც ამბობს, თავად  საბჭოს წევრებსაც აქვთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში