საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - ნედ პრაისი

05 მაისი 2022, 10:36 737 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აშშ ერთგულია მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება.

„ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში